რამდენიმე დღეში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 105 წელი შესრულდება. ქვეყანა 26 მაისს მასშტაბური ღონისძიებებით ხვდება. ცერემონია ტრადიციულად წვევამდელების ფიცის დადებით დაიწყება. პროცესი თბილისსა და ქვეყნის კიდევ 10 ქალაქში ერთდროულად ჩაივლის დილის 11:00 საათზე გაიმართება.
გამოიფინება სამხედრო ტექნიკა; რუსთაველის გამზირზე გაიმართება ქართველი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა გაყიდვა, მოეწყობა ისტორიულ შემეცნებითი საგამოფენო სივრცეები, საბავშვო გასართობი ადგილები. საღამოს რესპუბლიკის მოედანზე დასკვნითი კონცერტი გაიმართება.
ღონისძიებას პრემიერი, პრეზიდენტი, მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. სადღესასწაულო ღონისძიებებია დაგეგმილი რეგიონებშიც.