26 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
კარგად მესმის თუ რატომ ღელავს ქართველი ხალხი, ისინი ფიქრობენ იმაზე, თუ რა ფასი ექნება ამას ქვეყნისთვის - კელი დეგნანი რუსეთთან ფრენების აღგენაზე

პირდაპირი ფრენების აღდგენის შეფასება კიდევ ერთხელ თხოვეს აშშ-ის ელჩს. კელი დეგნანის განცხადებით, მისთვის გასაგებია საკითხზე ქართველი ხალხის შეშფოთება, ვინაიდან ლეგიტიმურია კითხვა, თუ რა ფასი ექნება ამ გადაწყვეტილებას.

"მესმის თუ რატომ არის ქართველი ხალხი შეშფოთებული და რატომ ღელავს ამასთან დაკავშირებით. ეს არ შეეხება მხოლოდ სანქციებს, ბოლო აღწერამ აჩვენა, რომ რუსეთში დაახლოებით 130 000 ქართველია და უმეტესობას აქვს ორმაგი მოქალაქეობა. ვისაც სურვილი ჰქონდა საქართველოში ჩამოსვლის, უკვე ჩამოვიდა.

ეს გადაწყვეტილება უფრო შეეხება, შესაძლოა, მილიონობით რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ჩამოსვლა სურს. ეს უმეტესწილად მოსახერხებელია იმ რუსებისთვის, რომლებსაც საქართველოში ჩამოსვლა უნდათ.

კარგად მესმის თუ რატომ ღელავს ქართველი ხალხი, ისინი ფიქრობენ იმაზე, თუ რა ფასი ექნება ამას ქვეყნისთვის. როდესაც ვსაუბრობთ ურთიერთობების ნორმალიზებაზე, რა თქმა უნდა, ყველას ახსოვს, რომ საქათველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. საქართველოს 8 მოქალაქე ჯერ კიდევ დაკავებულია სამხრეთ ოსეთში.

რუსეთი კვლავ ახორციელებს წარმოუდგენელ ზეწოლას ამ ქვეყანაზე. რუსეთი თავს ესხმის და ბომბავს უკრაინას. გასაგებია ქართველი ხალხის შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით,"- აცხადებს კელი დეგნანი.

დღის ამბები