26 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
ყველაზე კატასტროფული წყალდიდობა ბოლო 100 წლის განმავლობაში - ასე შეფასდა სტიქია იტალიის ჩრდილოეთით, რომელსაც 13 ადამიანი ემსხვერპლა

იტალიის ჩრდილოეთით, წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ზარალის ოდენობა მილიარდობით ევროს აღწევს.

დაახლოებით 20 000 ადამიანს, საკუთარი სახლ-კარის დატოვება მოუწია. ჩამოწოლილ მეწყერთა რაოდენობა 300-ს აღწევს, დაზიანებულია დაახლოებით 400 გზა, ზიანი საერთო ჯამში 42 მუნიციპალიტეტს მიადგა.

განსაკუთრებით დაზარალდა სოფლის მეურნეობა. ემილია-რომანიას რეგიონში მომხდარი წყალდიდობა, ქვეყნის ისტორიაში, ბოლო 100 წლის განმავლობაში, ყველაზე კატასტროფულ წყალდიდობად შეფასდა.

დღის ამბები