26 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
ე.წ. ქოლცენტების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის გატანას ოპოზიცია დღევანდელ სესიაზე აპირებს

შეიქმნება თუ არა ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისია - საპარლამენტო ოპოზიცია, საკითხის განსახილველად გატანას, დღევანდელ სესიაზე აპირებს. ინიციატივა პარტია "საქართველოსთვის" წევრებს ეკუთვნით.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, კომისიის შექმნის მიზანია პასუხები გაეცეს ყველა იმ კითხვას, რაც ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ არსებობს. საკითხის მხარდაჭერას ამ ეტაპზე არ აპირებენ უმრავლესობაში.

"ჩვენი მიზანია, ქოლცენტრების საკითხის განხილვა, ოპოზიციის სრულად მობილიზება. ასევე, "ოცნებას" მოვუწოდებთ, რომ მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა, იმიტომ, რომ კიდევ ერთხელ თუ "ოცნება" ამაში მონაწილეობას არ მიიღებს, უბრალოდ რატომ აფარებენ მაშინ ხელს კეზერაშვილს და რატომ აფარებენ ხელს იმ ადამიანებს, რომლებმაც ასეთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა", - განაცხად საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”საქართველოსთვის” წევრმა მიხეილ დაუშვილმა.

 

დღის ამბები