26 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
პარლამენტში ინტერპელაციის წესით დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მოუსმენენ

პარლამენტში, დღეს, ინტერპელაციის წესით განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს მოუსმენენ. ოპოზიციას, მასთან კონკრეტული კითხვები აქვს.

დეპუტატები შეეცდებიან მიიღონ პასუხი, თუ რა კეთდება უწყებაში სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით. საუბარი შეეხება განათლების სფეროში არსებულ სხვა პრობლემურ საკითხებსაც.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველაზე კომპეტენტური სამინისტროსგან მოვისმინოთ, რატომ ვერ შეძლო ხელისუფლებამ, მიუხედავად არაერთი დაპირებისა, უფასო კვების პროგრამის განხორციელება საჯარო სკოლებში, მაშინ, როდესაც ეს შესაძლებელი იქნა წალენჯიხაში, სადაც არის ოპოზიციურად არჩეული მერი", - განაცხადა ანა წითლიძემ.

დღესვე იგეგმებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოსმენაც, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ლევან დავითაშვილის პარლამენტში მისვლა სექტემბრისთვის გადაიდო.

 

დღის ამბები