ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დომინიკის რესპუბლიკაში მიმდინარე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს სხდომას ესწრებიან.
118-ე სხდომა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა გახსნა.
საქართველოს დელეგაციამ სესიის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო თემატურ დისკუსიებში.
ვიზიტისას სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრებთან და ხელმძღვანელ პირებთან თანამშრომლობის განვითარების მიზნით შეხვედრები გაიმართა.