26 ნოემბერი 2024,   14:52
ვრცლად
სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაში უკრაინაში - აფეთქებების ხმა დედაქალაქშიც ისმოდა

უკრაინაში სრულმაშტაბიანი საჰაერო განგაში გამოცხადდა, მათ შორის კიევში. კიევის, ხმელნიცკისა და ვინიცის ოლქებში აფეთქებების ხმა ისმოდა.

საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქში ყველა სამიზნე ჩამოგდებულია, ნამსხვრევების ვარდნა რამდენიმე რაიონში დაფიქსირდა.

დედაქალაქის დესნიანსკის ნაწილში რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად, არასაცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა.

საღამოს რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესაზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, ერთ-ერთი რაკეტა სამრეწველო ობიექტს მოხვდა. დაიღუპა 1 და დაიჭრა 2 ადამიანი.

გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 4 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს, დაფიქსირდა 180-ზე მეტი აფეთქება.

ხერსონის ოლქზე საარტილერიო თავდასხმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი 5 წლის ბიჭი, არიან დაშავებულებიც.

ამერიკული ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში ნათქვამია, რომ უკრაინელი დამცველების კონტრშეტევის შეზღუდული ხასიათის მიუხედავად, რუსები ბახმუტის რაიონში ინიციატივას კარგავენ.

საფრანგეთის სენატმა 1392-33 წლების ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა.

დღის ამბები