საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, კორუფციის საქმეში, მეორე ინსტანციის სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.
სააპელაციო სასამართლოს დადგენილებით, პრეზიდენტს საშუალება ექნება სასჯელი ციხის ნაცვლად, შინა პატიმრობაში მოიხადოს. მას სპეციალურ სამაჯურსაც დაუმაგრებენ.
ცნობისთვის, 2021 წელს, სარკოზის სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამასთან, მოსამართლეზე ზემოქმედების მცდელობისთვის, მას 2 წლიანი პირობითი სასჯელი ჰქონდა.
67 წლის სარკოზი, საფრანგეთის ისტორიაში პირველი ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა.