26 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
"ჩვენ გვინდა წინ წავწიოთ უკრაინის, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მოლდოვასა და მომავალში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება" - ოლაფ შოლცი 

გერმანიის კანცლერმა რეიკიავიკის სამიტის მიმდინარეობის დროს სიტყვით გამოსვლისას საქართველო ახსენა. ოლაფ შოლცის თქმით, უკრაინის, მოლდოვასა და ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ სვლა გარდამტეხი მომენტიდან მიღებული გაკვეთილია.

ევროპის საბჭოს სახელმწიფოს მეთაურთა სამიტი ისლანდიის დედაქალაქში გუშინ გაიხსნა. განხილვის მთავარი თემა უკრაინაა. ორდღიანი ფორუმი დღეს ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერით დასრულდება. თუ რა ჩაიწერება დოკუმენტში - მისი შინაარსი დღეს გახდება ცნობილი.

"გარდამტეხი მომენტიდან მიღებული კიდევ ერთი გაკვეთილი არის ის, რომ ჩვენ გვინდა წინ წავწიოთ უკრაინის, ასევე, რა თქმა უნდა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვასა და მომავალში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. გაწევრიანების საკითხში ევროპის საბჭოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია.

და ბოლოს, ევროპის საბჭომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ დემოკრატიამ, ადამიანის უფლებებმა და კანონის უზენაესობამ მთელ ევროპაში გაიდგას ფესვები," - აცხადებს ოლაფ შოლცი.

დღის ამბები