26 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისაკენ - 8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ შეფასების დოკუმენტი, სტატუსმეტრი მოამზადა

როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისაკენ - "ღია საზოგადოების ფონდის" ლიდერობით, 8 საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ შეფასების დოკუმენტი სტატუსმეტრი მოამზადა, რომელიც ხელისუფლების მიერ 15 იანვრიდან 30 აპრილამდე პერიოდში ევრკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს. საზოგადოებრივი ორგანიზაციის შეფასებით, ევროკომისიის 12 პირობის შესრულების კუთხით, პროგრესი შეიმჩნევა.

სტატუსმეტრის პრეზენტაციას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პილიტიკური ჯგუფების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოს ხელისუფლებას კიდევ 4 თვე აქვს იმისათვის, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ყველა პირობა შეასრულოს.

"ვაგრძელებთ ამ მხრივ ვითარების შეფასებას, აგრეთვე რეკომენდაციების მიცემას როგორც საქართველოს ხელისუფლებისთვის, მთავრობისთვის და ოპოზიციისთვის და ხაზს ვუსვამ, რომ საზოგადოებრივი ორგანიზაციების უპირველესი ამოცანა არის საქმიანობის ამ გზით ხელი შეუწყოს საქართველომ, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს," - აცხადებს "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი.

დღის ამბები