26 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
ტრამპის რუსეთთან კავშირი არ დადასტურდა - რა წერია აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალური პროკურორის გამოძიების ანგარიშში

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპეციალურმა პროკურორმა, ჯონ დარემმა რუსეთთან შესაძლო კავშირების გამო დონალდ ტრამპის კამპანიის თვალთვალის შესახებ გამოძიების ანგარიში გამოაქვეყნა.

თვალთვალს გამოძიების ფედერალური ბიურო ახორციელებდა. ანგარიშის თანახმად, იმის მტკიცებულება, რომ დონალდ ტრამპი ან მის წინასაარჩევნო კამპანიაში მომუშავე რომელიმე პირი რუსეთთან იყო შეკრული, არ დასტურდება.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ ფედერალურ ბიუროს 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ტრამპის კამპანიასა და რუსეთს შორის კავშირებზე გამოძიება არ უნდა დაეწყო, რადგან ამ გადაწყვეტილების მისაღებად, დაუდასტურებელი სადაზვერვო ინფორმაცია გამოიყენეს.

დღის ამბები