კორუფციული სკანდალი უკრაინაში. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დააკავა. ვსევოლოდ კნიაზევს 3 მილიონი დოლარის ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.
მასშტაბური კორუფციული სქემის გამოვლენის მიზნით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჩხრეკის ოპერაცია ტარდება კიდევ 18 მოსამართლის კერძო საკუთრებაში.
როგორც ირკვევა, კნიაზევმა ფული იმ ადამიანებისგან მიიღო, რომლებიც ოლიგარქ კონსტანტინე ჟევაგოს ინტერესებისთვის მოქმედებდნენ. კნიაზევი უზენაეს სასამართლოს 2021 წლის 1 დეკემბრიდან თავმჯდომარეობს.