"თეატრალური შესვენება" - რუსთავის მერია და თეატრი ერთობლივ პროექტს იწყებენ. ინიციატივა პროფესიონალი ხელოვანების და ახალგაზრდების შემეცნებით შეხვედრებს და მოზარდების ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვას ისახავს მიზნად.
ერთი თვის განმავლობაში, რუსთავის სკოლების მე-10 კლასის მოსწავლეები, თეატრთან დაკავშირებულ პროფესიებს თეატრალებთან უშუალო კომუნიკაციის გზით გაეცნობიან.
გარდა ამისა, ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ რუსთავის თეატრის სპექტაკლებს ბილეთის გარეშე დაესწრონ.