26 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
სარაკეტო შეტევა კიევზე - უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა

სარაკეტო შეტევა იყო კიევზე - უკრაინის დედაქალაქში საჰაერო განგაში სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა. ისმოდა ძლიერი აფეთქებების ხმა. დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, რაკეტების ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად, რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავდა 3 ადამიანი.

მსხვერპლი მოჰყვა ფრონტის ხაზთან მდებარე სოფლის დაბომბვას ხარკოვის ოლქში - დაიღუპა 2 და დაშავდა 1 მშვიდობიანი მოქალაქე.

ოკუპანტებმა იერიში მიიტანეს დნიპროპეტროვსკისა და ხერსონის ოლქებზეც - არიან დაშავებულები.

პენტაგონში ამბობენ, რომ გერმანიაში ემზადებიან უკრაინული ძალების წვრთნებისთვის და ამისთვის ვაშინგტონმა ევროპაში "აბრამსის" ტიპის 31 ტანკი უკვე გაგზავნა.

პარალელურად, უნგრეთმა უკრაინისთვის ევროპის მშვიდობის ფონდიდან 500 მილიონი ევროს ოდენობის მორიგი ტრანშის გამოყოფა დაბლოკა. ბუდაპეშტი გარანტიებს ითხოვს, რომ ევროპის მშვიდობის ფონდი შეინარჩუნებს თავის გლობალურ სტატუსს მომავალში და არ იქნება გამოყენებული მხოლოდ კიევის შეიარაღებისთვის.

დღის ამბები