26 ნოემბერი 2024,   15:40
ვრცლად
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი იმყოფება. ლარს ლოკე რასმუსენს ქართველი კოლეგა უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ,ასევე გაფართოებულ ფორმატში.

დანიის პირველ დიპლომატს საქართველოს პრემიერ-მინისტრიც შეხვდება, სტუმარი საოკუპაციო ხაზსაც ეწვევა. ის ილია დარჩიაშვილთან ერთად ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს. ლარს ლოკე რასმუსენთან ერთად საქართველოს დანიელი ბიზნესმენების დელეგაციაც სტუმრობს, რომლებიც ეკონომიკის მინისტრთან გამართავენ შეხვედრას.

დელეგაციის დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე და დანიაში საქართველოს ელჩი ესწრებოდნენ.

დღის ამბები