დღეიდან ძალაში შედის პუტინის გადაწყვეტილება საქართველოსთან უვიზო რეჟიმისა და ფრენების აკრძალვის მოხსნის შესახებ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა 10 მაისს მოხსნა. ბრძანება რუსეთის ოფიციალურ საკანონმდებლო ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა. ცვლილების ამოქმედების თარიღად კი 15 მაისი განისაზღვრა.