ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა - დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო პირველობაზე ქართველმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა.
მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ფინალში პრინციპულ მეტოქეს, ბელგიელ მატიას კასეს დამაჯერებლად, ვაზარით სძლია და პლანეტის საუკეთესო ძიუდოისტის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ტატო გრიგალაშვილმა შარშანდელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ბელგიელს მოუგო.
2021-ში ბუდაპეშტის მსოფლიო პირველობაზე კი ამავე მეტოქეების დაპირისპირებაში გამარჯვება კასეს დარჩა. შეგახსენებთ, რომ დოჰაში მიმდინარე ტურნირზე საქართველოს ნაკრებს დღემდე მხოლოდ ერთი მედალი ჰქონდა მოპოვებული. შ
ეჯიბრის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. ხვალ მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების მოსაპოვებლად ორი ქართველი ძიუდოისტი – ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძე გამოვლენ.