26 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
უკრაინაში ინტენსიური საომარი მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია

უკრაინაში ინტენსიური საომარი მოქმედებები კვლავ აქტიურ ფაზაშია. რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 6 სასაზღვრო დასახლება დაბომბეს, დაიღუპა 1 ადამიანი, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

ხერსონის ოლქის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 1 ქალი. დაზიანდა სახლები და განადგურდა ფერმები. ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში ქალაქი ვოვჩანსკი დაბომბეს. დაიღუპა ერთი მამაკაცი. იყო ნგრევა.

უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეში ღამით, საჰაერო განგაშის დროს, აფეთქების ხმები ისმოდა. ოფიციალური პირები ქალაქის მოსახლეობას საფრთხის დასრულებამდე თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებდნენ.

დღის ამბები