26 ნოემბერი 2024,   16:25
ვრცლად
აშშ-ის ხაზინას ნაღდი ფული ეწურება - New York Times

გამოცემა New York Times-ის ცნობით, გუშინ გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის ვალის ჭერის გაზრდაზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და სპიკერმა კევინ მაკარტიმ განიხილეს ბიუჯეტის პრიორიტეტები და აშშ-ს ვალის ლიმიტი. 

"ნიუ იორკ თაიმსის" ინფორმაციით, აშშ-ს ხაზინას ნაღდი ფული ეწურება რაც მცირე დროს ტოვებს ვალის ჭერის დეფექტის მოსაგვარებლად. ამან კი შეიძლება გამოიწვიოს დეფოლტი. 

კანონმდებლებს თვეზე ნაკლები აქვთ, მიიღონ კანონი ვალის ჭერის გასაზრდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობა ვერ შეძლებს ყველა გადასახადის გადახდას, მათ შორის სამხედრო ხელფასებს და სოციალური დაცვის ვალდებულებებს. 

თუ გამოსავალი ივნისამდე არ იქნება მიღწეული, პოლიტიკოსები ყოველდღიურად ითამაშებენ "რუსულ რულეტს“, რაც ნიშნავს ფინანსურ კატასტროფას მათი ამომრჩევლებისთვის და ქვეყნისთვის“, - განაცხადა ორპარტიული პოლიტიკის ცენტრის ეკონომიკური პოლიტიკის დირექტორმა, შაი აქაბასმა.

„მე ვიტყოდი, რომ თუ კონგრესი არ გაზრდის ვალის ზღვარს, პრეზიდენტს მოუწევს გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. არსებობს სხვადასხვა ვარიანტი, მაგრამ არ არსებობს კარგი ვარიანტი”б - თქვა ხაზინის მდივანმა, ჯანეტ იელენმა CNBC-ის ეთერში.

„დეფოლტი სერიოზულ დარტყმას მიაყენებს ეკონომიკას, რაც გამოიწვევს სამუშაო ადგილების დაკარგვას, საპენსიო დანაზოგების შემცირებას და სესხის აღების მაღალ ხარჯებს ოჯახებისთვის, ბიზნესებისთვის და მთავრობისთვის“, - ამბობს ორგანიზაცია Business Roundtable-ის ხელმძღვანელი ჯოშუა ბოლტენი.

დღის ამბები