ციფრული ტრანსფორმაციის პროექტის ფარგლებში ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სპეციალური პორტალის პრეზენტაცია მოაწყო. Georgia.travel-ის მეშვეობით ვიზიტორს საშუალება ექნება მარტივად დაგეგმოს მოგზაურობა საქართველოში.
ახალ პორტალზე ვიზიტორს შეუძლია ინტერესის მიხედვით შეარჩიოს და სურვილების კალათაში შეინახოს სასურველი ადგილები, ასევე გაეცნოს ინფორმაციას და დაათვალიეროს ფოტოები, რაც აისახება პირად რუკაზე
"ქვეყნის მთავარი ტურისტული ვებპორტალი დასრულდა, უკვე გაეშვა. მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა, რომ ეწვიონ მას, დაგეგმონ თავიანთი პირადი მოგზაურობა. ძალიან ბევრი საჭირო და საინტერესო ახალი ხელსაწყო დაემატა ჩვენს ვებპორტალს. მოგზაურებს ექნებათ შესაძლებლობა თავისი პირადი მოგზაურობა ააწყონ ინტერაქციულ რუკაზე და შემდეგ იმოგზაურონ ამის მიხედვით. ძალიან საინტერესო პროექტი გამოვიდა. ვიმედოვნებთ, რომ ციფრული ტრანსფორმაციის სამყაროში ბევრად მეტ ტურისტს მოვიზიდავთ," - აცხადებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.