26 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

დოჰაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან გიორგი სარდალაშვილმა იასპარეზა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

სარდალაშვილი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტანტი იყო, მედლისთვის შეხვედრაში ბელგიელ სპორტსმენს შეხვდა. შეხვედრა დაძაბული გამოდგა, რომლის ბედი დამატებით დროში გადაწყდა.

სარდალაშვილი მთელი ბრძოლის განმავლობაში აქტიურობდა, მისი მეტოქე კი აშკარად დაიღალა და საბოლოოდ, ქართველმა 3 გაფრთხილებით მოიგო.

დღის ამბები