26 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
ქუთაისის "მუხნარში" ტყის აღდგენის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ადგილზე გაეცნო

როგორია ტყის სანიტარიული მდგომარეობა ქუთაისის "მუხნარში", უნიკალურ ტერიტორიაზე, სადაც ენდემური და წითელი ნუსხის სახეობა - "იმერული მუხა" გვხვდება - უკანონო ჭრებსა და დაბინძურებას სივრცის მდგომარეობაზე მნიშვნელოვნად უარყოფითი გავლენა აქვს.

ეროვნული სატყეო სააგენტო, ტყის აღდგენის ღონისძიებებს 2018 წლიდან ახორციელებს. სანიტარიული ჭრების პარალელურად, მიმდინარეობს, როგორც დარგვითი, ისე ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები. დატბორილ ტერიტორიაზე ტარდება სადრენაჟე სამუშაოებიც.

ტყის აღდგენის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი პირადად გაეცნო.

ტყის აღდგენის ღონისძიებებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი ადგილზე გაეცნო

დღის ამბები