26 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
4-დღიანი უკანონო პატიმრობა დასრულებულია - საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი თავისუფლები არიან

4-დღიანი უკანონო პატიმრობა დასრულებულია - რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 30 აპრილს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი თავისუფლები არიან. მათი დაუყოვნებელი გათავისუფლების მიზნით, აქტიურად გამოიყენებოდა როგორც "ცხელი ხაზის" მექანიზმი, ასევე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა სხვა ინსტრუმენტი.

საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გათავისუფლებისთვის აქტიურ მუშაობას განაგრძობს.

 

დღის ამბები