26 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანება მისაღებია  

NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირში წევრობა მისაღებია. 

კითხვაზე - მისაღებია თუ არა საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 

მისაღებია -82% ;

მიუღებელია-9%.

NDI ასევე დაინტერესდა, რას ფიქრობს მოსახლეობა საქართველოს NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. გამოკითხული მოსახლეობის 73%-სთვის NATO-ში გაწევრიანება მისაღებია, ხოლო 13% ამბობს, რომ მიუღებელია. 

ცნობისთვის, გამოკითხვა 2023 წლის 17-23 მარტის პერიოდში, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევა მოიცავს 1,032 დასრულებულ ინტერვიუს (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% -ია.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

დღის ამბები