26 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
პარტნიორებთან ერთად დიდ სასანქციო პაკეტს ვამზადებთ, გადაწყვეტილება მალე იქნება - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ პარტნიორებთან ერთად რუსეთისთვის დიდი სასანქციო პაკეტი მზადდება, რომლის გადაწყვეტილებაც მალე იქნება მიღებული. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მაისი დატვირთული იქნება დიპლომატიური შეხვედრებითაც.

"ყურადღებით ვადევნებთ თვალს, როგორ ცდილობს ტერორისტი სახელმწიფო სანქციებისთვის გვერდის ავლას, აღვრიცხავთ ყოველ ასეთ ქმედებას და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. დიდ სასანქციო პაკეტს ვამზადებთ. გადაწყვეტილება მალე იქნება.

მაისი და მომდევნო თვეები უკრაინისთვის აქტიური იქნება საერთაშორისო სფეროში. იქნება ბევრი მოლაპარაკება, საერთაშორისო ღონისძიება, რომელიც გააძლიერებს ჩვენს თავდაცვას. ჩვენ ყველაფერზე ვმუშაობთ. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას," - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები