ნიდერლანდებში, აეროპორტში საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს - გამოცემა The Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ისინი ისრაელში აპირებდნენ გაფრენას და რეგისტრაციის დროს, ელექტრონულ ბაზაში, ისრაელის პასპორტების მონაცემები შეიყვანეს. სამართალდამცველებმა გაარკვიეს, რომ არცერთ მათგანს ისრაელის მიერ გაცემული პასპორტი არ ჰქონდა.
თავის მხრივ, ისრაელელმა გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ პასპორტის მონაცემები ეკუთვნოდა მათი ქვეყნის ოთხ მოქალაქეს, რომელთაგან ორი ცოცხალი აღარ არის.
საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.