26 ნოემბერი 2024,   15:25
ვრცლად
ირაკლი კობახიძე შუალედური არჩევნების შედეგებს აქვეყნებს, სადაც 2021 წელთან შედარებით "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია

პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შუალედური არჩევნების შედეგებს აქვეყნებს, სადაც 2021 წელთან შედარებით "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია.

"ამომრჩევლის პასუხი გაყალბებულ სოციოლოგიურ კვლევებზე," - წერის ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში და შედეგების ფოტოს აქვეყნებს, სადაც მოცემულია 2021 წლისა და 2023 წლის შუალედური არჩევნების შედეგები და ასახულია სხვაობა ხმების რაოდენობებს შორის. 

May be an image of text

შუალედური და რიგგარეშე არჩევნების შედეგი ცნობილია. წინასწარი ინფორმაციით, ყველა ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა. ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363-მა ამომრჩეველმა მიიღო. ეს იყო პირველი არჩევნები, რომელზეც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით გამოიყენა. 

დღის ამბები