26 ნოემბერი 2024,   15:49
ვრცლად
დიდი მადლობა უფალო, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა, მადლობა ყველა ადამიანს ვინც ამ მშვიდობას კბილებით იჭერს - გია გაჩეჩილაძე

"მადლობა ყველას ვინც მშვიდობას კბილებით იჭერს, რა დიდი ზეწოლის ქვეშაც არ უნდა ჯდებოდეს მისი დაჭერა,"- ეს განცხადება გია (უცნობი) გაჩეჩილაძემ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე გააკეთა.

მან საზოგადოების ნაწილს მოუწოდა, რომ ხალხის სახელით აღარ ისაუბროს.

"დიდი მადლობა უფალო, რომ ჩვენს ქვეყანაში მშვიდობაა, მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც დღეს ამ მშვიდობას კბილებით იცავს, კბილებით იჭერს, რა დიდი ზეწოლის ქვეშაც არ უნდა ჯდებოდეს ამ მშვიდობის დაჭერა და ჩვენ ვიცით რა დიდი ზეწოლა ხორციელდება ადამიანებზე, მაინც მშვიდობაა და ამ მშვიდობით უნდა გავიაროთ ოქროს შუალედზე, სანამ არ მივალთ იმ ჭეშმარიტ თავისუფლებამდე, რომელიც დავიმსახურეთ. შეხედეთ ამ ხალხს, ამ ადამიანებს და თავშიც აღარ გაივლოთ ამ ხალხის სახელით ლაპარაკი,"-განაცხადა გაჩეჩილაძემ.

 
დღის ამბები