26 ნოემბერი 2024,   15:51
ვრცლად
ომის დროს თავდაცვის მინისტრმა და მთავარსარდლის დედამ გაგვძარცვა, ორი დეკლარირებული მარადიორი გვყავდა - დაჩი ცაგურია

"ომის დროს თავდაცვის მინისტრმა გაგვძარცვა, რუსეთთან ომში გახდა მილიარდერი" - ეს განცხადება აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დაჩი ცაგურიამ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა და გიული ალასანიამ საქართველო გაძარცვეს 2008 წლის ომის დროს.

"ნამუსი აღარ არის, შეიძლება ყველაფერზე ისეთი ადამიანები ლაპარაკობდნენ, ვინც არ უნდა ილაპარაკოს? რომელ სამართალზე მელაპარაკებით, სად იყო სამართალი, სასამართლო თქვენს დროს. რომელი სასამართლო არ მოგწონთ. დღეს ხომ არიან ჩემი მოსამართლეები, მე ვინც გამასამართლა, მე ხომ ამით ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ დღევანდელი სასამართლო ათასჯერ უკეთესია იმაზე, რაც თქვენს დროს იყო. თქვენ როგორ ლაპარაკობთ მაგაზე, ჩვენ ვილაპარაკებთ. არ გვჭირდება სხვა ქვეყნების დარიგება.

ია მეტრეველი იყო აქ გამოსული, ირინა ენუქიძე მახსოვს, შვილმკვდარი მშობლები არიან აქ. ერთს არ მოსვლია თავში აზრად მიშას დროს შვილები რომ დაუხოცეს, ჩვენს ქვეყანას სანქციები დაადეთო. ესენი ვინ არიან, რატომ გძულთ ეს ქვეყანა. ია მეტრეველს ერთადერთი შვილი მოუკალით, თავში აზრად არ მოსვლიათ, სანქციები დაადეთო. მაწამებდით ციხეში, არ მითქვამს არასდროს, სანქციები დაადეთო.

მახსოვს, რაზეც ესენი ვენებს იჭერდნენ, იყო "რუსთავი 2"-ის საქმე, რომელიც თავზე დაახია ევროპულმა სასამართლომ. იმ მოსამართლეს ვინმემ ბოდიში მოუხადა? იასთვის არ მოუხდიათ ბოდიში, ენუქიძეებისთვის, შალვას ქვრივისთვის.

ომის დროს საქართველოში ერთი ნივთი არავის მოუპარავს, ერთი ბოთლი წყალი არავის მოუპარავს, მთელი ქვეყანა ფეხზე იდგა. იმ ხალხს, რომელიც თქვენ ფეხებზე გეკიდათ და შეაკალით რუსებს, აქ რომ იყვნენ მიყრილები ქუჩაში, საკვებს უყოფდა მთელი საქართველო. ამ დროს თავდაცვის მინისტრმა გაგვძარცვა, რუსეთთან ომში გახდა მილიარდერი. თავდაცვის მინისტრმა და მთავარსარდლის დედამ - ორი მაროდიორი გვყავდა დეკლარირებული. რომელ რუსეთზე გველაპარაკებით, ყველაფერი მიეცით რუსეთს, თუ რამე შეიძლებოდა. მთელი ეკონომიკა, ენერგეტიკა ჩააბარეთ, ესეც არ იკმარეთ და ჩახდილი უკანალები მიუშვირეთ. ღირსება გინდოდათ აგეყარათ ქვეყნისთვის, ვერ აყრით, ეს ხალხია ამ ქვეყნის ღირსება,"-განაცხადა ცაგურიამ.

დღის ამბები