26 ნოემბერი 2024,   15:56
ვრცლად
29 აპრილის არჩევნები ძლიერად ასახავს ელექტორატის მზარდ მხარდაჭერას "ქართული ოცნებისა" და მისი პოლიტიკის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი საქართველოში ჩატარებულ რიგგარეშე და შუალედურ არჩევნებს გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის Twitter-ზე გამოქვეყნდა.

"ხალხმა ყველაფერი თქვა. 29 აპრილის არჩევნები (ევროკავშირის მიერ ინიცირებული საარჩევნო რეფორმის საფუძველზე) ძლიერად ასახავს ელექტორატის მზარდ მხარდაჭერას "ქართული ოცნებისა" და მისი პოლიტიკის მიმართ. ჩვენი პრივილეგიაა ვემსახუროთ ხალხს უფრო მაღალი დემოკრატიული მანდატითა და ლეგიტიმაციით," - წერს პაპუაშვილი.

 

დღის ამბები