30 აპრილს მსოფლიო, ჯაზის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 190-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც უკვე რამდენიმე წელია აღინიშნება. თბილისის "გრანდ მეტეხი პალასში" თბილისის მერიის "ბიგ-ბენდი" ამ წუთებში კონცერტს მართავს. ამ დღის აღსანიშნავად დედაქალაქში არა მარტო ჯაზის მოყვარულთათვის, არაერთი აქტივობაა დაგეგმილი.