ზუგდიდში, ქუჩაში მიტოვებული ახალშობილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ის ამ ეტაპზე რჩება რეფერალურ საავადმყოფოში.
"კურიერი" ადგილობრივებს ესაუბრა. როგორ თვითმხილველები ამბობენ, რომ ახალშობილი გოგონა შემოსილი იყო და თან ახლდა საჭირო ნივთები. ადგილობრივებმა სამართალდამცველებს მიმართეს, რის შემდეგაც, ჩვილი სოციალური სამსახურის წარმომადგენლებმა კლინიკაში გადაიყვანეს.
"ტაძარში მივდიოდი და შევამჩნიე ბავშვი გადასაყვანი ჩანთით მაგიდაზე. მიმოვიხედე, ახლომახლოს არავინ არ ჩანდა, ვიფიქრე პატრონი ახლოს აღარ იყო. დავრეკეთ 112-ში, იქიდან, რა თქმა უნდა, მიღებულ იქნა ზომები, მოვიდნენ სასწრაფო დახმარების მანქანით და გადაიყვანეს ბავშვი საავადმყოფოში," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
რა გახდა ამ ეტაპზე მიტოვების მიზეზი უცნობია.