"გაცოცხლებული რენესანსი" - ასე ჰქვია ექსპოზიციას, რომლის ფარგლებშიც რენესანსის ეპოქის 4 ყველაზე ცნობილი მხატვრის: ლეონარდო დავინჩის, ბოტიჩელის, მიქელანჯელოსა და რაფაელის გაციფრულებული ნამუშევრები გამოიფინება.
3D განზომილებით შექმნილი მოძრავი გამოფენა დამთვალიერებელს ინტერაქციულ სივრცეს შესთავაზებს, რომელში მონაწილეობაც ყველა მსურველს შეეძლება. "გაცოცხლებულ რენესანსს" ჰოლოზეუმის საგამოფენო სივრცე 1 მაისიდან უმასპინძლებს.