ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
"კურიერი" დამატებით დეტალებს ამ წუთებში არკვევს.