26 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
ვინ არიან მწყემსები, რომლებიც ოკუპანტებმა დვანთან უკანონოდ დააკავეს - "კურიერმა" მათი ვინაობა დაადგინა

"კურიერმა" იმ მწყემსების ვინაობა დაადგინა, რომლებიც რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს. ისინი 55 და 60 წლის მამაკაცები - ჩიტო ახალკაცი და გოჩა მამაგულაშვილი არიან.

"კურიერი" ასევე ადგილობრივებს ესაუბრა. მათი ინფორმაციით, მწყემსები წვიმის დროს ნახირს მისდევდნენ, რა დროსაც შემთხვევით ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს. მათივე თქმით, უკანონო დაკავებები გახშირდა.

"წვიმდა, საქონელი გადავიდა იქით... მანდ იყო შემოღობილი, ეგ აუხსნიათ, რომ უკან გამოერეკათ ჩვენი სოფლის ნახირი, ამ დროს დააკავეს ეს 2 ადამიანი," - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

"იქ ნადირობენ ჩვენს მოქალაქეებზე, მიზეზი ისაა, რომ მერე 2 კვირით შვებულებაში უშვებენ რუსის ჯარში მომსახურე ადამიანებს და ეს არის მოტივაცია. 2 კვირის განმავლობაში მეორე შემთხვევაა ამ სოფელში," - აცხადებს ადგილობრივი.

ცნობისთვის, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. გააქტიურებულია ცხელი ხაზი ინფორმაცია უკვე აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსა და

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად.

სუსი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.

 

დღის ამბები