26 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
თუ ვიღაცების პროპაგანდას არ ვეწევით და ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე უარს არ ვამბობთ, ამის გამო არავინ უნდა იფიქროს სადღაციდან გარიცხვაზე - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის შეფასებით, პრემიერის უნგრეთში დაგეგმილი ღონისძიება არ შეიცავს არანაირ ანტიდასავლურ შინაარსს.

მდინარაძის თქმით, თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი მათ გარიცხვას იმის გამო მოინდომებს, რომ "ეროვნული იდენტობისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაში იღებენ მონაწილეობას, პირიქით, ურთიერთობის გადახედვაზე შეიძლება დაიწყოს ლაპარაკი.


"თუ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფიდან ვინმე უნდა ალაპარაკდეს ჩვენი გარიცხვის საკითხზე მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველომ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს კონფერენციაში, სადაც საკითხი დგას ოჯახის სიწმინდეზე, ეროვნულ იდენტობაზე და ამას ეძღვნება კონფერენცია, ამის გამო თუ ვიღაცამ უნდა დააყენოს საკითხი, რომ უნდა გაირიცხოს, რადგან ამ ღირებულებებთან დაკავშირებულ კონფერენციაში ვიღებთ მონაწილეობას "ქართული ოცნება," ურთიერთობის გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ.

ყველას უფლებებს ვიცავთ, აბსოლუტურად ყველა ჯგუფის, მაგრამ თუ ვიღაცების პროპაგანდას არ ვეწევით და ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე უარს არ ვამბობთ, ამის გამო არავინ არ უნდა იფიქროს სადღაციდან გარიცხვაზე და სხვა სახის მუქარებზე," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები