26 ნოემბერი 2024,   15:35
ვრცლად
საქართველოს პარლამენტის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასწარი შედეგი ცნობილია 

ცესკოს თავმჯდომარემ 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგი წარადგინა. გიორგი კალანდარიშვილის თქმით,  ათივე მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 ამომრჩეველმა მიიღო.  ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა ახალციხეში, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა.

"ახლა კი გაგაცნობთ 117 უბნის ხმის მთვლელი აპარატებიდან ამობეჭდილ წინასწარ შედეგებს. 

საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგი შემდეგია:

№ 21 - ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 208 ხმა , 4.67 %

№41 გიორგი ხახუბია ( „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)     24 646 ხმა, 95.33 %

საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგად წინასწარი მონაცემები შემდეგია:

გურჯაანი -№ 41 ზურაბი მუხულიშვილი  („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 347 ხმა

თიანეთი №41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 345 ხმა

ახალციხე № 41 როინი ნებაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 463 ხმა

ტყიბული

№41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“)-1 321 ხმა 86.62 %

№51 გიორგი გაგოშიძე  (საინიციატივო ჯგუფი ) 204 ხმა, 13.38 %

ქუთაისი № 41 მიხეილი გიორგაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 5 331 ხმა 

რაც შეეხება მერების რიგგარეშე არჩევნებს, აქ წინასწარი შედეგები შემდეგია

ცაგერი №41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 2 158 ხმა

თერჯოლა №41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ -  9 559 ხმა

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ეს იყო წინასწარი მონაცემები იმ 117 საარჩევნო უბნიდან, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.

აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და ვებგვერდზე განხორციელდება.

და ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრატორებს, საუბნო, საოლქო და ცენტრალურ დონეზე, ასევე, სწავლების ცენტრს, რომელთაც არ დაიშურეს ძალისხმევა, 24 საათიან რეჟიმში იმუშავეს და ამ წუთებშიც აგრძელებენ საქმიანობას იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესები წარიმართოს მაღალ პროფესიულ დონეზე თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში. ასევე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ამომრჩევლებსა და ჩართულ მხარეებს. ჩვენ ყველამ ერთად დავადასტურეთ დღეს რომ არჩევნები საერთო საქმეა!“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე.

დღის ამბები