26 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
ირაკლი ჩიქოვანი გიორგი ხახუბიას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ჩიქოვანი გიორგი ხახუბიას არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.  

"ჩემს მეგობარს, ყველასათვის საყვარელი ირაკლი ხახუბიას ვაჟს, გიორგი ხახუბიას ვულოცავ ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის არჩევნებში გამარჯვებას. გიორგი, საქმისადმი ერთგულებით, შრომისმოყვარეობითა და ჩვენი გუნდის დიდი მხარდაჭერით ნამდვილად შეძლებს იმ გამოწვევებსა და საჭიროებებზე მუშაობას რაც მის მაჟორიტარულ ოლქშია. გიორგი გააგრძელებს მისი ღირსეული მამის ირაკლი ხახუბიას დაწყებულ საქმეებს და აქვს ძალიან ბევრი გეგმა უკეთესი ფოთის, ხობის და სენაკისთვის.

ამ არჩევნებმა აჩვენა ჩვენი გუნდის მიმართ გაზრდილი მხარდაჭერა, მადლობა სამეგრელოს ამ სამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს ვინც, მიუხედავად ცუდი ამინდისა, თავისი არჩევანი, დღეს საარჩევნო ყუთთან გააკეთა.

დღის ამბები