26 ნოემბერი 2024,   15:29
ვრცლად
გურჯაანში შუალედური რიგგარეშე არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია - როგორია წინასწარი მონაცემებით "ქართული ოცნების" კანდიდატის მხარდამჭერთა პროცენტული მაჩვენებელი

შუალედური, რიგგარეშე არჩევნების პირველადი შედეგები უკვე იციან გურჯაანში, სადაც საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდნენ. ქალაქში, სადაც ორი საარჩევნო უბანი დილის რვა საათიდან იყო გახსნილი, ერთი საათის წინ დაიხურა. მუნიციპალიტეტში 4 ათასამდე ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული. ორივე უბანზე 1383 ამომრჩეველი გამოცხადდა.

წინასწარი შედეგებით, ქართული ოცნების კანდიდატმა, ზურაბ მუხულიშვილმა 37.2%-იანი მხარდაჭერა მიიღო.  

საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო პროცესმა მშვიდ ვითარებაში, დაძაბულობის გარეშე ჩაიარა. 

"მთლიანობაში, ორ უბანზე მოსულია 1383 ამომრჩეველი, რაც 37.2%-ია. მე ამჟამად ვიმყოფები სოფელ ვეჯინის 22-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში, უკვე ამოღებულია წინასწარი მონაცემები და შემიძლია ვთქვა, რომ გვყავდა ამ უბანზე 1069 მონაწილე, აქედან გვაქვს 24 ბათილი ბიულეტენი. რაც შეეხება უბნის საქმიანობას, მინდა ვთქვა, რომ კომისიამ წარმატებით გაართვა დაკისრებულ მოვალეობას თავი, უბანზე არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა, სიახლეებიდან გამომდინარე, კენჭისყრის პროცესმა წარმატებით ჩაიარა,“ - აცხადებს გურჯაანის მე-12 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, მაია ჩუთლაშვილი.

 

 

დღის ამბები