არჩევნები სამეგრელოში - ერთი გამონაკლისი, ერთი საჩივარი, ორი კანდიდატი და ბრძოლა მაჟორიტარობისთვის. ფოთის-ხობისა და სენაკის სამაჟორიტარო ოლქი ერთადერთია, სადაც შუალედურ არჩევნებზე ხელისუფლებას ოპოზიციიდან კონკურენტი ჰყავდა. პარლამენტის მანდატისთვის "ქართული ოცნების" კანდიდატს გიორგი ხახუბიას, კახა კუკავას პარტია დაუპირისპირდა.
საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სამეგრელოში ამომრჩეველთა აქტიურობას აფასებს როგორც საშუალოს და კარგს. რაც შეეხება შეფერხებებს, ხმის მიცემის პროცესში იყო ტექნიკური ხარვეზები, დაიწერა ერთი საჩივარი, თუმცა ამას პროცესისთვის ხელი არ შეუშლია.
წინასწარი შედეგები ცნობილი რამდენიმე წუთში გახდება.