გაზაფხული და სწორი კვება - "რუსთავი 2"-ის ეთერში, ენდოკრინოლოგი ნატა გაგუა სწორი კვების მნიშვნელობაზე და შემადგენელ, მთავარ ელემენტებზე საუბრობს. კითხვაზე, რა არის საკვები, რომლის ჩართვა რაციონში სასურველი და აუცილებელია, ენდოკრინოლოგი პასუხობს რომ სეზონური ბოსტნეულისა და ხილის მიღება, მნიშვნელოვანია.
მისი თქმით, ცილის მიღება ასევე მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისთვის, რომელიც მაგალითად დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი გაწურულ მაწონში და მისი მიღება, როგორც ენდოკრინოლოგი აღნიშნავს, წონის კლების პროცესში სასურველია.
"ისეთი სეზონი მოდის ახლა, რომ ხორცის და თევზის რაციონში შემცირება უკვე შეგვიძლია რძის პროდუქტების ხარჯზე, აგრეთვე კვერცხი შეგვიძლია რაციონში თამამად შემოვიტანოთ, ბოსტნეული და ხილი, აუცილებლად სეზონური. მე სეზონურის მომხრე ვარ და მაგალითად, გაწურული მაწონი აქტიურად შეგვიძლია შევიტანოთ. შეიძლება მოვამზადოთ წვნიანი, ასევე სოუსები. თუ უყვარს ადამიანს სალათები სადაც მაიონეზია, შეგვიძლია ჩავანაცვლოთ გაწურული მაწვნით. ფორთოხლის წვენი შეგიძლიათ გაურიოთ და სხვადასხვა ხილის ნაზავით მოვამზადოთ ე.წ. სმუსი. ასევე, კარგია თაფლი. ბავშვებს, ვისაც განსაკუთრებით უყვართ ცომი, შეიძლება მაწონზე მოვამზადოთ ეს ცომი და უფრო ჯანსაღია. ასევე, არაჟნის ნაცვლად, ნებისმიერ რეცეპტში შეგვიძლია გამოვიყენოთ გაწურული მაწონი," - ამბობს ნატა გაგუა.