26 ნოემბერი 2024,   15:55
ვრცლად
პარლამენტთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქცია დასრულდა -  მონაწილეებმა მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს

პარლამენტთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მხარდამჭერი აქციის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა მსვლელობით  მთავრობის ადმინისტრაციისკენ გადაინაცვლეს. რუსთაველის გამზირზე შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა.

საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ შეკრებილებს სიტყვით აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მიმართეს და ხელისუფლებას არაუგვიანეს 1-ელი სექტემბრისა, ქვეყანაში დაავადების სამკურნალო პრეპარატის შემოტანა მოსთხოვეს.

 

დღის ამბები