26 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
როდესაც ჩვენ ვაფასებთ საქართველოს პროგრესს, ვიხელმძღვანელოთ კონკრეტული დოკუმენტებით - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საფრანგეთის ევროპისა და საგარეო საქმეთა მინისტრ კატრინ კოლონასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ქვეყანა ძალიან დიდ ძალისხმევას დებს ევროინტეგრაციის პროცესში.

მან ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პროგრესი ამ პროცესში უნდა განისაზღვროს იმ კონკრეტული ნაბიჯებით, რასაც ხელისუფლება დგამს.

"ქალბატონი მინისტრი დღეს საქართველოში იმყოფება. როგორც მე აღვნიშნე, ეს არის ძალიან ძლიერი გზავნილი იმისთვის, რომ მომავალში საქართველოს ექნება, როგორც აქამდე, საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი. ყველამ, ვინც საქართველოს ეხმარება ამ ძალიან მნიშვნელოვანი ევროინტეგრაციის პროცესში, უნდა შეძლოს და კარგად გაიაზროს, რომ უყველა რეფორმა, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ატარებს მოითხოვს ძალიან დიდ ძალისხმევას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ჩვენ ვაფასებთ საქართველოს პროგრესს, ვიხელმძღვანელოთ კონკრეტული დოკუმენტებით, იმ ნაბიჯებით, რომელიც გადადგა ქვეყანამ. ჩვენი ყველა გადადგმული ნაბიჯი მომდინარეობს იმ კითხვებიდან, რომელსაც ჩვენ ვიღებთ ბრიუსელიდან და შესაბამისად ვრეაგირებთ," - აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები