26 ნოემბერი 2024,   15:50
ვრცლად
რუსეთის აგრესიას უკრაინაში პარადოქსულად დადებითი გავლენა ჰქონდა იმისთვის, რომ ევროკავშირი უფრო წინ წასულიყო - კატრინ კოლონა

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კატრინ კოლონამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე უკრაინაში მიმდინარე ომზე და რუსულ აგრესიაზე ისაუბრა.

"რუსეთის აგრესიას უკრაინაში პარადოქსულად დადებითი გავლენა ჰქონდა იმისთვის, რომ ევროკავშირი უფრო წინ წასულიყო. არამარტო საქართველო წავიდა წინ, არამედ ქართველები, რომლებიც ევროპაზე ოცნებობენ.

მინისტრმა მომაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რეკომედნაციების 85 პროცენტი არის შესრულებული, ეს კი შესაძლებლობას გვაძლევს, დაგეხმაროთ, რომ გახდეთ ევროპელები. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს ოცნება რეალობად იქცეს."- კატრინ კოლონა.

დღის ამბები