26 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
30 წლიანი ლოდინი დასრულებულია - კორპორატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ 104 ოჯახს ახალი ბინები გადაეცა

30 წლიანი ლოდინი დასრულებული - 104 ოჯახს, რომლებიც კორპორატიული ბინათმშენებლობით იყო დაზარალებული, დღეს ახალი ბინები გადაეცათ. საცხოვრებელი ფართები მოქალაქეებმა დიდ დიღომში მიიღეს. ამ დროისთვის თბილისში სულ 3500 დაზარალებული ოჯახი ცხოვრობს, მათგან ნახევარზე მეტი კი მერიამ ახალი ბინებით უკვე დააკმაყოფილა. დედაქალაქის მერმა დღეს ბინათმშენებლობით დაზარალებულებს პირობა მისცა, რომ ორ წელიწადში ყველა მათგანი საცხოვრებელი ფართით იქნება უზრუნველყოფილი.

მიმდინარე მშენებლობას დედაქალაქის მერი ბინების მესაკუთრეებთან ერთად გაეცნო. კახა კალაძის თქმით, დაპირება ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს გაიცა და მას შემდეგ ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მისივე განმარტებით, პროგრამა იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა დაზარალებული სრულად არ დაკმაყოფილდება.

დღის ამბები