ამერიკელი ჟურნალისტი 79 წლის ელიზაბეთ ჯინ ქეროლი აცხადებს, რომ 30 წლის წინ დონალდ ტრამპმა მასზე სექსუალურად იძალადა. მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში მიმდინარე გაუპატიურებისა და ცილისწამების პროცესზე მიცემულ ჩვენებაში, მწერალი და ჟურნალ Elle-ს ყოფილი მიმომხილველი აცხადებს, რომ საქმე საკუთარი ცხოვრების დასაბრუნებლად წამოიწყო.
"აქ ვარ იმიტომ, რომ დონალდ ტრამპმა გამაუპატიურა და როდესაც ამის შესახებ დავწერე, მან იცრუა და თქვა, რომ ეს არ მომხდარა. მან იცრუა და შეარყია ჩემი რეპუტაცია. აქ ვარ იმისთვის, რომ ვცადო და ცხოვრება დავიბრუნო". - ამბობს ქეროლი.
ქეროლი ამტკიცებს, რომ ტრამპი მას მანჰეტენის უნივერმაღში, Bergdorf Goodman-ის მაღაზიაში მიუახლოვდა და მეგობრისთვის საჩუქრის ყიდვაში დახმარება სთხოვა. მისი თქმით, ტრამპმა ქალის თეთრეულის მოსინჯვა სთხოვა და გასახდელში გაჰყვა. შესვლისთანავე, ტრამპმა კარი დახურა და ქეროლი გააუპატიურა.
ქეროლმა სავარაუდო ფაქტის შესახებ პირველად 2019 წელს ილაპარაკა. ტრამპმა, რომელიც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს, არაერთხელ უარყო აღნიშნული ბრალდება.