26 ნოემბერი 2024,   15:53
ვრცლად
დღევანდელ ოპოზიციას არ აქვს არანაირი შანსი ელექტორალური კუთხით, რომ მათ არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიონ-ირაკლი ქადაგიშვილი

დესტაბილიზაციის მუხტის მიღების მცდელობა, ასე აფასებს უმრავლესობა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებას, რომელმაც კანდიდატის სტატუსის ვერ მიღებასა და ვადამდელ არჩევნებზე ისაუბრა.

 მმართველი გუნდი ამბობს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ უნდა კანდიდატის სტატუსის მიღება, რადგან ქვეყანაში არეულობის და ქაოსის მოწყობა სურს და რევოლუციურ სცენარს განიხილავს.

"დღევანდელ ოპოზიციას არ აქვს არანაირი შანსი ელექტორალური კუთხით, რომ მათ არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიონ. ერთადერთ  ხსნას მათი ხელისუფლებაში დაბრუნებისა, ხედავენ სწორედ გარკვეული რევოლუციური სცენარის განხორციელებაში.

ფიქრობენ რომ ამ მღვრიე წყალში შესაძლებელი იქნება გარკვეული წარმატების მიღწევა მათი მხრიდან. მოძებნიან ყველა საბაბს, რომ ქვეყანაში მშვიდი პოლიტიკური ვითარება არ იყოს,"-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები