26 ნოემბერი 2024,   16:30
ვრცლად
კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის ანგარიში წარადგინა

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, 2022 წლის ანგარიში წარადგინა. ირაკლი ლექვინაძემ იმ მთავარ მიმართულებებზე ისაუბრა, რომლებზეც ბოლო პერიოდში უწყებამ იმუშავა, ეს არის ფარმაცევტული სექტორი, საწვავის ბაზარი და მომხმარებელთა უფლებები.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი განახორციელა, რის შემდეგაც ჯანდაცვის უწყების ჩართულობით წამლებზე რეფერენტული ფასები დადგინდა. გაიხსნა თურქეთის სააფთიაქო ბაზარი, რამაც პრეპარატები 50-70 პროცენტით გააიაფა. ირაკლი ლექვინაძემ ასევე ისაუბრა საწვავის ბაზრის მონიტორინგზეც. ბაზრის შესწავლის შემდეგ, გასული წლის მარტიდან ბენზინი ეტაპობრივად გაიაფდა.

 

დღის ამბები