26 ნოემბერი 2024,   15:24
ვრცლად
ბატონებო და ქალბატონებო ოპოზიციიდან, თუ გაქვთ რამე შნო და ლაზათი, მიბრძანდით და კენჭი იყარეთ, აბა სცადეთ ბედი, რამდენ ხმას წამოიღებთ - გიორგი ცაგარეიშვილი IRI-ს კვლევის შედეგებზე

"ქართული ოცნების" წევრის გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, IRI-ს და NDI-ს კვლევებს ვერ და არ ენდობა, რადგან მსგავს კვლევებთან დაკავშირებით ცუდი გამოცდილება ჯერ კიდევ 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან აქვს.

როგორც ცაგარეიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, IRI-ს და NDI-ს უკვე 15 წელია ველზე მომუშავე თანამშრომლები არ შეუცვლია და მისი თქმით, 2008 წლის გაყალბებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომუშავე პარტნიორებთან დღემდე თანამშრომლობს.

"მე მაქვს IRI-ს და NDI-ს კვლევებთან დაკავშირებით მწარე გამოცდილება. პირველად ასეთ საშინელ უსამართლობას შევეჩეხე 2007 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, როდესაც სააკაშვილმა არჩევნები გააყალბა 2008 წლის 5 იანვარს. მაშინ არჩევნები გაუგონრად გაყალბდა, საოცარი რეპრესიების ქვეშ გვიწევდა ჩვენ, იმჟამინდელ ოპოზიციას მუშაობა. 14% დაგვიწერა IRI-მ და ლევან გაჩეჩილაძემ მიიღო 30%-ზე მეტი, თუმცა ისიც გაყალბებული იყო. იქიდან მოყოლებული მე ვერ და არ ვენდობი ამგვარ კვლევებს, არც იმას ვენდობი, ვინც ველს ატარებს, ვინც ველზე გადის იმათ ამ ორგანიზაციებთან დღემდე კავშირი აქვთ. ველზე მომუშავე თანამშრომლები არც IRI-ს და არც NDI-ს იმ საშინელი გაყალბებული არჩევნების მერე არ შეუცვლიათ, უკვე 15 წელი გავიდა ერთი და იგივე პარტნიორი ჰყავს როგორც ერთ ორგანიზაციას, ისე მეორეს. ბატონებო და ქალბატონებო ოპოზიციიდან, თუ გაქვთ რამე შნო და ლაზათი, მიბრძანდით და კენჭი იყარეთ, აბა სცადეთ ბედი რამდენ ხმას წამოიღებთ", - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილი.

დღის ამბები