უკრაინას თანაუგრძნობენ, მაგრამ უპირატესობას საკუთარ ხალხს ანიჭებენ - ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას ერთი მეორის მიყოლებით ითხოვენ.
პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და უნგრეთი მარცვლეულის გარდა, ბრიუსელს სთხოვენ აკრძალული პროდუქციის სია გააფართოოს.
ჩამონათვალშია უკრაინული ხორბლის ფქვილი, თაფლი, შაქარი, ხილი, კვერცხი, ხორცი, რძის პროდუქტები და ვაშლის წვენი. ხუთივე ქვეყანა თვლის, რომ თუ ევროკავშირი ამ აკრძალვებს არ დააწესებს, მათ ფერმერებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.
მიზეზი, ომის გამო ევროპის კონტინენტზე ბაჟის გარეშე შესული იაფი პროდუქციაა, რომელმაც ადგილობრივი მეწარმეები გაკოტრების პირას მიიყვანა.
ბრიუსელი ჯერ ფიქრობს, ერთის მხრივ ევროკავშირს არს სურს ომში მყოფ კიევს ხელი კრას, მეორეს მხრივ კი ცდილობს წევრი ქვეყნების ინტერესები გაითვალისწინოს. გამოსავალი, რომელიც ამ ეტაპზე ევროკომისიამ იპოვა, უკრაინული პროდუქციისგან დაზარალებული ქვეყნებისთვის100 მილიონი ევროს დახმარებაა, თუმცა ეკონომისტების გამოთვლებით, ეს საკმარისი არ არის.
უკრაინულ სასოფლო პროდუქციას ევროპაში კიდევ ერთი პრობლემა ექმნება - პოლონეთი, ბულგარეთი, რუმინეთი სლოვაკეთი და უნგრეთი უარზეა ომში მყოფი ქვეყნის პროდუქციას 5 ივნისის შემდეგ ტრანზიტი მისცეს, ეს კი უკრაინის ავტომატურ სასურსათო ბლოკადას ნიშნავს.
ლავროვმა დაადასტურა, რომ რამდენიმე დღის წინ გუტიერეშმა ვლადიმერ პუტინს წერილი გაუგზავნა, სადაც საუბარია ხელშეკრულების გახანგრძლივებასა და მის გზებზე.
შეძლებს თუ არა გაეროს გენერალური მდივანი კრემლთან მოლაპარაკების მიღწევასა და შეთანხმების გადარჩენას, ეს ჯერ ბუნდოვანია. სასწორზე გლობალური სასურსათო კრიზისი დევს, რამაც შესაძლოა უღარიბეს ქვეყნებში შიმშილობა კიდევ უფრო გაამწვავოს.